saqarTvelos ufskrulebi - axtiaris ufskruli

 

კარსტული მღვიმე გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის მასივის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2520 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაიურულ კირქვებში. კასკადური ტიპისაა. სიღრმე ზღვის დონიდან 410 მ. მოცულობა 40 ათ. მ³. მღვიმეში ჭერის ნგრევით წარმოიშვა 7 მოზრდილი დარბაზი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება დახრილფსკერიანი დერეფნებით და კასკადური ჭებით. არის ციკლგავლილი მშრალი და წყლიანი დერეფნები, წყლის ტემპერატურა 2,5 °C - 3 °C.